TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

საყდრიონის საჯარო სკოლის მე-2 კლასელთა შთამბეჭდავი გაკვეთილები და შეხვედრა საყვარელი მოთხრობის ავტორთან 
19-02-2025
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ, გაკვეთილებს კი შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აქტივობებით უმრავალფეროვნებენ. 

ახლახან, მე-2 კლასელებმა გიორგი კეკელიძის მოთხრობა - „თომა ბავშვთა ქალაქს აშენებს“ შეისწავლეს. მოსწავლეებმა პედაგოგ გურანდა ბერიძესთან ერთად ტექსტზე ერთი კვირა იმუშავეს, განიხილეს, იმსჯელეს და მთავარი სათქმელიც გაიაზრეს, სამუშაო კი მაკეტის აწყობით დააგვირგინეს. ბავშვებმა „სიკეთის ქალაქი“ ააგეს, ნასწავლის შეჯამებისას კი პედაგოგმა პატარებს დაუვიწყარი სურპრიზი მოუწყო და ბავშვებს თავად მოთხრობის ავტორი გააცნო. 

„2025 წელი საინტერესოდ დაიწყო, ჩემთვის და ჩემი ბავშვებისთვის. მრავლი სახალისო და საინტერესო გაკვეთილებიდან მინდა გამოვარჩიო ამ ბოლო კვირაში განხორციელებული აქტივობები თემაზე - „თომა ბავშვთა ქალაქს აშენებს“, ეს არის ძალიან ლამაზი და ჭკუის სასწავლებელი მოთხრობა, რომლის ავტორიც გახლავთ ბატონი გიორგი კეკელიძე. ერთი კვირის განმავლობაში ვმუშაობდით ტექსტზე, ვდისკუსიობდით, ვისმენდი ჩემი მოსწავლეების საინტერესო მოსაზრებებს, ბოლოს კი გადავწყვიტეთ, თომას თვალით დანახული ქალაქის ლამაზი მაკეტი აგვეწყო. შევქმენით იდეების რუკა თუ როგორი იქნებოდა საბოლოოდ ჩვენი ქალაქი და მას სახელიც კი დავარქვით „სიკეთის ქალაქი“. ვმუშაობდით ჯგუფურად და საბოლოოდ ჩვენი პატარა ჯადოსნური ქალაქიც „აშენდა“. შეჯამების დრო რომ მოვიდა, გაგვიჩნდა სურვილი მოთხრობის ავტორი გაგვეცნო, დავუკავშირდი ბატონ გიორგის, რომელიც ხალისით დაგვთანხმდა და ერთ გაკვეთილზე მოახერხა კიდეც ონლაინ ჩართვა და მოსწავლეებს ესაუბრა. ბავშების გაბრწყინებული თვალები და სიხარულით სავსე გულები არასოდეს დამავიწყდება. ბევრი კითხვა დაუსვევს ავტორს და საკუთარი იდეებიც გაუზიარეს, ბოლოს კი დაპატიჟეს ჩვენს სკოლაში, ბატონო გიორგი დაგვპირდა, რომ გაზაფხულზე გვესტუმრებოდა. ახლა დიდი მოლოდინები აქვთ და ელიან როდის მოვა გაზაფხული“,- გვიყვება პედაგოგი გურანდა ბერიძე და მადლობას უხდის მოსწავლეებსა და მოთხრობის ავტორს საინტერესო შეხვედრისა და საუბრისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება