სიახლეები
სკოლები

ლედგებეს საჯარო სკოლის მე-7 კლასელებმა ძვ.წ.აღ. VI-V საუკუნეების „დემოკრატიის მამების“ იმიტირებული არჩევნები ჩაატარეს
19-02-2025
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. ამის ნათელი მაგალითია მე-7 კლასელთა შთამბეჭდავი აქტივობა. 

მე-7 კლასელებმა, ისტორიის კომპლექსური დავალებიდან გამომდინარე, ჩაატარეს ძვ.წ.აღ. VI-V სს- ის „დემოკრატიის მამების“ არქონტების სოლონი, კლისტენე, პერიკლეს, იმიტირებული არჩევნები თანამედროვე არჩევნების სტილში.

მოსწავლეებმა ნამდვილი საარჩევნო გარემო შექმნეს - წინასაარჩევნო კამპანიით, საარჩევნო პლაკატები, ბიულეტინებით და შთამბეჭდავი იმიტირებული არჩევნებიც ჩაატარეს. 

„უდიდესი ემოციებით და მოლოდინებით დატვირთული დღე... საგულდაგულოდ დამზადებული პირადობები ყველა ბავშვისთვის (ამომრჩევლის როლი მოირგეს მე-7 კლასის ზემოთ ყველა მოსწავლემ და ასევე მასწავლებლებმა) კონვერტები, ბიულეტინები, საარჩევნო პლაკატები... საუკეთესოდ ჩატარებული წინასაარჩევნო შეხვედრა ამომრჩევლებთან და ბოლოს, ჩვენი მოსწავლეების მიერ ჩატარებული საოცარი სამართლიანი არჩევნები...და ღირსეული გამარჯვებული“,- ასე აღწერენ აქტივობას სკოლაში. 

მომხსენებლების როლი მოირგეს მოსწავლეებმა - ნიკა ფარულავამ, რატი ფარულავამ და საბა კილასონიამ.

არჩევნებში კომისიის თავჯდომარე გახლდათ ნიკოლოზ ხაინდრავა, მოადგილე იზა რუხაია, კომისიის წევრები კი - ნიკო თოდუა, მარი ბერიშვილი.

ჟურნალისტის როლი მარი ცაავამ მოირგო. 

სასწავლო პროცესს ისტორიის მასწავლებელი ეკა მირცხულავა ხელმძღვანელობდა, რომელიც ამაყობს მოსწავლეთა აქტიურობით. 

„მჯერა და მწამს თქვენ ნამდვილად აღაშენებთ ღირსეულ და გაბრწყინებულ საქართველოს, მომავალი  თქვენია...“,- ასე მიმართავს პედაგოგი მოსწავლეებს და მადლობას უხდის ღონისძიებაში ჩართულ ყველა მოსწავლესა და კოლეგას. 

„მოსწავლეებმა გაამართლეს ჩემი იმედები სამართლიანი არჩევნებით და დამანახეს, რომ ღირსეული საქართველოს ამღშენებლები არიან... მომავლის იმედით და სიხარულით აღვივსეთ მე და ჩემი კოლეგები, ჩვენც გავხდით მათი მომავლის საქართველოს ნაწილი, რადგანაც ჩვენც რიგითი ამომრჩევლები ვიყავით.

მჯერა, რომ ისინი მომავალშიც იქნებიან ასეთი სამართლიანები და აუცილებლად აღაშენებენ თავისუფალ გაბრწყინებულ საქართველოს! მანამდე კი, თითოეული ჩვენთაგანის მიერ მათ აღზრდა-განათლებაში ჩადებული თითოეული კენჭიც კი მათი ღირსეული მომავლის საწინდარია... მადლობა ჩემს მე-7 კლასელებს, ამომრჩეველებს - (მე-7-მე-11 კლასების ჩათვლით მოსწავლეებს) და ჩემს კოლეგებს...  ბავშვებო ჩვენ გვჯერა თქვენი და გვეიმედებით!“,- აღნიშნავს პედაგოგი ეკა მირცხულავა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება