სიახლეები
სკოლები

ოზურგეთის N2 სკოლის მე-2 კლასელები ცირა ქიტიაშვილის ლექსის - „ხაბაზი“, შესწავლის შემდეგ პურის საცხობს ესტუმრნენ
19-02-2025
-
+


ნოდარ დუმბაძის სახელობის ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება გაჯერებულია მრავალფეროვანი აქტივობებით. 

ახლახან, მე-2 კლასელებმა საპროგრამო მასალით ცირა ქიტიაშვილის ლექსი - „ხაბაზი“ შეისწავლეს, შემდეგ კი პურის ცხობის პროცესი რეალურ სამყაროშიც ნახეს. პედაგოგმა მათთვის შთამბეჭდავი გასვლითი აქტივობა მოაწყო. 

„როცა ჩვენ, მეორეკლასელებმა, ცირა ქიტიაშვილის ლექსის „ხაბაზის“ შესწავლა დავიწყეთ, ცხელი პურის სასიამოვნო სურნელმა თითქოს ცხვირში შეგვიღუტუნა... და გადავწყვიტეთ, რომ ვწვეოდით იმ ადგილს, სადაც გემრიელი პურები, ფუნთუშები და ტორტები ცხვება! საოცარი მასპინძლობა გაგვიწიეს „ბულანჟერიის“ მესვეურებმა! უგემრიელესი ფუნთუშებითაც დაგვასაჩუქრეს! უღრმესი მადლობა „ბულანჟერიის" თითოეულ მუშაკს და ხათუნა ლომაძეს!“,-წერს პედაგოგი ლიკა თალაკვაძე და დასძენს, რომ  კიდევ ერთი ლამაზი დღე ჩაიწერა მე-2 კლასელების სასკოლო ისტორიაში.

იხილეთ ვიდეო:



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება