მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი „მწვანე მომავალი“, რომლის წევრებიც აქტიურ გარემოსდაცვით საქმიანობას ეწევიან, მათ შორის ჩართულნი არიან მასშტაბურ გარემოსდაცვით პროექტში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“, რომლის ფარგლებში არაერთ ეკოაქტივობას ახორციელებენ.
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ მონაწილე ეკოკლუბ „მწვანე მომავალის“ წევრები ნახშირორჟანგის ემისიების შემცირების საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ და საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს თემაზე - „რა გავლენას ახდენს ემისიების ზრდა ბიომრავალფეროვნებაზე“.
პრეზენტაცია მეტად საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა ემისიების შემცირების აუცილებლობა ნათლად გაიაზრეს.
„ერთად ვიზრუნოთ გარემოზე“,-ერთხმად აღნიშნავენ მოსწავლეები და კიდევ ერაერთ საინტერესო ღონისძიებას გეგმავენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება