სიახლეები
სკოლები

გაიცანით თბილისის N106 საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლე ანანო ფარულავა
19-02-2025
-
+


ზურაბ იარაჯულის სახელობის თბილისის N106 საჯარო სკოლა მუდამ ამაყობს თავისი წარმატებული მოსწავლეებით. ამჯერად სკოლა მე-9 კლასის მოსწავლის, ანანო ფარულავას წარმატების შესახებ გვიზიარებს ინფორმაციას.

„გვინდა გაგიზიაროთ მე-9 კლასის მოსწავლის, ანანო ფარულავას, კიდევ ერთი, წარმატებული ამბავი. ანანო მუდამ აქტიურად ერთვება სხვადასხვა პროექტში, რომლებიც მოსწავლეებისთვის ხორციელდება. 

13-16 თებერვალს გიორგი მაჩაბლის ფონდმა თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერითა და ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით განახორციელა პროექტი „ახალგაზრდული ბანაკი მდგრადი მომავლისთვის“.  პროექტი მიზნად ისახავდა მოზარდებში არაფორმალური განათლების პოპულარიზებას, საქართველოს დედაქალაქის ისტორიული და კულტურული წარსულის გააზრებას, თბილისის შესახებ ცოდნის გაღრმავებას, შემოქმედებითი აზროვნების, კვლევა-ძიებითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და პრაქტიკაში გამოყენებას.  პროექტის ფარგლებში ლექციებს გაუძღვნენ: ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია, გენერალური დირექტორის მოადგილე, მირიან ხოსიტაშვილი, ისტორიკოსი ოთარ ჯანელიძე, მწერალი გურამ მეგრელიშვილი. 
 
სწორედ ამ საინტერესო პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ესეების კონკურსში მიიღო მონაწილეობა ანანო ფარულავამ.  ანანოს მუდამ წარმატებებს ვუსურვებთ“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

სად უნდა ნახოთ, გაქვთ თუ არა NAEC-ში ატესტატის მიიტანის ვალდებულება - დეტალური განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება

კალიგრაფიისა და ესეების კონკურსი ალერტკარის საჯარო სკოლაში

ალერტკარის პირველი კლასის მოსწავლეებმა გემოების გამოცნობის სახალისო აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა

აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები

პროექტში მონაწილეობდნენ გორისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება