მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ, მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებსა და სასწავლო რესურსებს სთავაზობენ და გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ.
ახლახან, მოსწავლეებმა, სასწავლო თემა - ბაქტერიები, მიკრობები და ვირუსები შეისწავლეს და საკითხის შესახებ პრეზენტაციებიც მოამზადეს. მოწაფეებმა ბაქტერიების, მიკრობებისა და ვირუსების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, დაამუშავეს და პლაკატებზე დაიტანეს.
მოსწავლეებისთვის სამუშაო პროცესი მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა, საკითხის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს.
სასწავლო პროცესს პედაგოგი და, ამავე დროს, დირექტორი გულნაზ ჭელიძე ხელმძღვანელობდა, რომელის თემით, აქტივობა არსებული ცოდნის გამყარებას, დამატებითის მოძიებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებას ემსახურება. მოითხოვს დამოუკიდებელ მუშაობას და ბავშვებს უყალიბებს ცხოვრებისათვის საჭირო უნარებს.
„მოსწავლეების მიერ დამატებით მოძიებული ინფორმაცია გაკვეთილის გასამყარებლად ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო:
დამატებითი ცოდნის და შინაარსის გადამუშავება – მოსწავლეებმა შეიძლება აღმოაჩინონ ახალი ფაქტები, კონცეფციები ან ხედვები, ამით გაკვეთილის თემას უფრო სრულყოფილად გაეცნობიან, რაც ხელს უწყობს მათ ცოდნის გაძლიერებას და გააზრებას.
კრიტიკული აზროვნების განვითარება – როდესაც მოსწავლეები თავად ეძებენ ინფორმაციას, ისინი ვარჯიშობენ კვლევის უნარებში, აფასებენ და არჩეულ ინფორმაციას კრიტიკულად ამოწმებენ, რაც დაეხმარება მათ უკეთესად გააანალიზონ საკითხები.
აქტიური სწავლება – როდესაც მოსწავლეები მონაწილეობენ ინფორმაციის მოძიებაში, ისინი უფრო აქტიურად არიან ჩართულნი საგანმანათლებლო პროცესში, რაც მათ მოტივაციას და ჩართულობას ზრდის.
ახალი ხედვების მიღება – სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია ხელს უწყობს მოსწავლეებს, დააკავშირონ ახალი ცოდნა უკვე არსებულთან.
სწავლა დამოუკიდებლად – მოსწავლეები სწავლობენ, როგორ მოძებნონ და გამოიყენონ ინფორმაცია, რაც აყალიბებს ცხოვრებისათვის საჭირო უნარებს, როგორიცაა დამოუკიდებლად აზროვნება და პრობლემების გადაჭრა.
ამიტომ, ინფორმაციის დამატება გაკვეთილთან დაკავშირებულ თემაზე მოსწავლეებს არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავებაში, არამედ მათ უნარების განვითარებაშიც უწყობს ხელს“, - აღნიშნავს გულნაზი ჭელიძე და აქტივობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყინვა, თოვლი, ძლიერი ქარი.... - როდემდე გაგრძელდება უამინდობა
„ლიტერატურასთან მუდმივად ზიარების მოთხოვნილების ჩამოყალიბება ესთეტიკური სიამოვნების მისაღებად“ - კიდევ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სახელმძღვანელოები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
კალის საჯარო სკოლაში ბულინგზე, მოსწავლეთა უფლებებსა და ვალდებულებებზე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა ლექცია წაიკითხა
გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს უმატებ რიცხვებს ერთმანეთს