სიახლე, რომელიც რუსთავის საგამოცდო ცენტრში აპლიკანტებს დახვდებათ
20-06-2018
დაკოპირებულია
-
+
„წელს რუსთავის საგამოცდო ცენტრი კონდიციონერებით იქნება აღჭურვილი“, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილა Etaloni.ge-ს განუცხადა. მისი თქმით, რუსთავში პილოტირების პროცესი იქნება და თუ გაამართლა, შემდეგ ყველა საგამოცდო ცენტრში დაამონტაჟებენ კონდიციონერებს.
კითხვაზე თუ რატომ შეირჩა რუსთავის საგამოცდო ცენტრი და არა რომელიმე სხვა, მაია მიმინოშვილმა აღნიშნა, რომ სხვებთან შედარებით ყველაზე ცხელი რუსთავის საგამოცდო ცენტრია:
„მეტ-ნაკლებად ყველაზე ცხელი არის რუსთავის საგამოცდო ცენტრია. სკოლის ფანჯრები, სადაც გამოცდები ტარდება, რუსთავი-თბილისის მაგისტრალს უყურებს და სექტორებს პირველ საათზე მზე ადგება. პერმანენტულად უბერავს ცხელი ქარი. აქედან გამომდინარე, ფანჯრის გაღება-არგაღებას მნიშვენლობა არ აქვს. სწორედ ამიტომ წელს რუსთავის საგამოცდო ცენტრში იქნება კონდიციონერი,“ - აღნიშნა მაია მიმინოშვილმა
ამასთან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ შეიძლება კონდიცირებამ აპლიკანტების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვიოს:
„მე მართლა ძალიან ვნერვიულობ, ზოგს კონდიცირება არ უყვარს და შეიძლება პრეტენზიები დაიწყოს, რომ გავცივდი, ყელი ამტკივდა და ამიტომ ვერ დავწერე ან კონდიცირების ხმამ დამაბნია. ვიღაც იტყვის ჩართეთ - ვიხრჩობი. 15 ადამინი ზის სექტორში და შეუძლებელია, ყველას ერთდროულად შეუთანხმდე პირობებთან დაკავშირებით. აქამდე კონდიციონერები არ იყო და ფანჯრების გაღება-არგაღებაზე ვერ თანხმდებოდნენ. ზოგი პრეტენზიას გამოთქვამდა, რომ უბერავს და სხვა ადგილას ითხოვდნენ გადასმას. სასაცილოდ შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ ერთ-ერთ აპლიკანტს პრეტენზია ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩიტების ჭიკჭიკი მიშლის ხელს, დახურეთ ფანჯარა, თორემ ვერაფერს ვერ დავწერო. აქედან გამომდინარე, რთულია ყველას მოერგო, ვის რა სჭირდება. საქართველოს მასშტაბით 800 საგამოცდო სექტორი გვაქვს და ამ პროცესის მართვა ძალიან რთული იქნება. პილოტირების პროცესი გვექნება წელს რუსთავში. თუ გაამართლა, მერე ყველა საგამოცდო ცენტრში დაამონტაჟებენ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გადაწყვიტა კონდიციონერებით სექტორების აღჭურვა,“ - განაცხადა მაია მიმინოშვილმა Etaloni.ge-სთან საუბრისას.