მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია.
სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბიჯები მოსწავლეებისთვის სახალისო და თავშესაქცევია. პედაგოგი ლანა ცირამუა მათ მრავალფეროვანი ღონისძიებებით, აქტივობებითა თუ პროექტებით ანებივრებს.
მათ შორის აღსანიშნავია, პროექტი - „მე – მასწავლებელი“, რომელიც ოქტომბრიდან დღემდე გრძელდებოდა და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარიმართა.
ახლახან, პედაგოგმა პროექტის მონაწილეები სიგელებითა და საჩუქრებით დააჯილდოვა.
„პატარა „მასწავლებლების“ დიდი გზა. დღეს განსაკუთრებული დღე გვქონდა – ჩემი სამი ფრთაფარფატა პირველკლასელი მადლობის სიგელებითა და საჩუქრებით დავაჯილდოვეთ! ისინი დიდი მონდომებით ჩაერთნენ პროექტში - „მე – მასწავლებელი“, რომელიც ოქტომბრიდან დღემდე გრძელდებოდა.
ამ დროის განმავლობაში ბავშვებმა ერთმანეთისთვის ცოდნის გაზიარება ისწავლეს, გვერდში დაუდგნენ მეგობრებს, დაეხმარნენ, მხარი დაუჭირეს... მათი პირველი ნაბიჯები ცოდნის გზაზე ნათელი და იმედისმომცემია!“,- აღნიშნავს პედაგოგები და ახარებს მოსწავლეთა გამბედაობა, ცოდნა და სწავლისადმი სიყვარული.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.