მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. სასწავლო აქტივობებს შორის მოსწავლეთა დიდი ინტერესით სარგებლობს პრეზენტაცია.
ახლახან, მე- 4 კლასის მოსწავლეებმა საგანში - „მე და საზოგადოება“ წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაცია, რომელიც ჩვენს სახელოვან წინაპრებს მიეძღვნა. ბავშვებმა ისაუბრეს საქართველოს ისტორიულ წარსულზე, გმირებზე, ტრადიციებსა და კულტურაზე.
მოსწავლეებმა საკუთარი ნაშრომები პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს: ზოგმა წინაპრების შესახებ ამბები მოიძია, ზოგმა საინტერესო ილუსტრაციები შექმნა, ზოგმაც კი სცენური წარმოდგენა მოამზადა.
გაკვეთილი საინტერესოდ და დინამიკურად წარიმართა. ბავშვებმა არა მარტო ახალი ცოდნა მიიღეს, არამედ შეძლეს თავიანთი აზრებისა და ემოციების გამოხატვა.
„ეს გამოცდილება მათ საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარებაში დაეხმარება და წარსულის უკეთ გააზრებას შეუწყობს ხელს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა პატიორული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.