მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია. იმართება არაერთი ღონისძიება ღონისძიება, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და სასწავლო შემართებაზე აისახება.
მათ შორის, აღსანიშნავია, 1-ელა კლასში ჩატარებული მუსიკალური ვიქტორინა - „ახალწლობა-2025“.
ღონისძიების მიზანი იყო შესწავლილი მასალის შეჯამება, საახალწლო განწყობის შექმნა.
მოსწავლეები გადანაწილდნენ გუნდებად - „მხიარული ნოტები“, „ვიოლინოს გასაღები“ და „ბანის გასაღები“ და ერთმანეთს შეეჯიბრენ სხვადასხვა ნომინაციაში.
პირველკლასელებმა ძალიან იყოჩაღეს და ჟიურის წევრების (ირმა კვაჭანტირაძე, ბარბარე ტუღუში, მაია სურგულაძე) მაქსიმალური შეფასებაც დაიმსახურეს. ვიქტორინა მშობლების ჩართულობით წარიმართა. დასასრულს, ჟიურის თავმჯდომარემ სკოლის დირექტორმა - თემურ მოქიამ, პირველკლასელებს დაუვიწყარი საახალწლო საჩუქარი გაუკეთა და ბათუმში ექსკურსია დაუფინანსა.
მოსწავლეთა მუსიკის მასწავლებელი: ხათუნა ბაჯელიძე გახლავთ, დამრიგებელი კი ეკა დარჩია.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია