მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N74 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მაქსიმალურად უწყობენ ხელს და აის დასტურია ის შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტები, რომლებიც საგაკვეთილო პროცესის პარალელურად, სკოლაში ხშირად ტარდება და მოსწავლეებიც დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.
ახლახან თბილისის N74 საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო კვირეულს შეუერთდა - ჩატარდა მხატვრული კითხვის კონკურსი, რომლის იდეისა და პროექტის ორგანიზატორები იყვნენ: სკოლის დირექტორი, ქალბატონი ეკა ჩუბუნიძე და დირექტორის მოადგილე - ქალბატონი ლია გეგია.
აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობა მიიღეს II,III,IV,V,VI კლასების მოსწავლეებმა, გამარჯვებულებს კი გადაეცათ სიგელები.
„გარდა ამისა, წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა პროექტი „წიგნების თარო“ - სადაც მოსწავლეებმა კონკურსგარეშე მიიღეს მონაწილეობა მხატვრულ კითხვაში. საოცარი ნიჭი და არტისტიზმი გამოავლინეს მოსწავლეებმა: I „ბ“ კლასის მოსწავლემ, ბარბარე მოდებაძემ - დამრიგებელი ლია გეგია და II „ბ“ კლასის მოსწავლემ, ელენე ლურსმანაშვილმა - დამრიგებელი ქეთევან ხარატი“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.