მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ხსოვნას პატივი მიაგეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს მისი ღვაწლი ქართველი ერის წინაშე.
ახლახან, მე-4ა კლასის მოსწავლეები, დამრიგებელთან (ნ. ზაქარაია) და მშობლებთან ერთად, გელათის მონასტერს ესტუმრნენ. პატარებმა ყვავილებით შეამკეს დავით მეფის საფლავი და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
პედაგოგის ჩატარებული მინი ლექციის შემდეგ, ბავშვებმა წარმოადგინეს ღონისძიება - „დავით მეფის ნაკვალევზე“!
პატარებმა ისაუბრეს დავით მეფის ღვაწლსა და თავდადებაზე. გაიხსენეს ეპიზოდები, თუ როგორ უსწორდებოდა ძლევამოსილი მეფე რიცხობრივად მეტ მტერს. მოეფერენ და უმღერეს საქართველოს , აღნიშნეს,რომ ისინი სააკაძის, რუსთაველის, თამარის, ფიროსმანის სამშობლიდან არიან და არასოდეს დაივიწყებენ „ვისი გორისა არიან და საით მიდიან“...
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.