მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე და საგნობრივი ცოდნის ტრანზიციის პარალელურად, ცდილობენ, ბავშვებმა შეიძინონ ისეთი უნარები, რომლებიც განვითარებაში დაეხმარებათ.
მათ შორის კი დაგვეთანხმეთ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია წიგნის სიყვარული, რასაც ქუთაისის N40 საჯარო სკოლის წარმომადგენლები დაწყებითი საფეხურებიდანვე ასწავლიან და ამის დასტურია სხვადასხვა თემატური აქტივობები, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.
ახლახან ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-7 „ბ“ კლასის მოსწავლეებისათვის, რომელთა ხელმძღვანელიც გახლავთ პედაგოგი დარეჯან ნემსაძე, ემოციური და დასამახსოვრებელი აქტივობა მიეძღვნა წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღეს.
„წიგნი ერთ-ერთი ყველაზე ღირებული საჩუქარია. ძველ დროს წიგნის საჩუქრად გადაცემა პატივისცემის გამოხატვის განსაკუთრებული ნიშანი იყო. წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე კი 2012 წლიდან აღინიშნება 30-ზე მეტ ქვეყანაში - ავსტრალიაში, ნიდერლანდებში, ინდოეთში, აშშ-ში... ეს დღესასწაული აერთიანებს ყველას, ვინც კითხულობს და გულთბილად უზიარებს საკუთარ წიგნებს სხვებს, რადგან წიგნები სიყვარულით უნდა იყოს ნაჩუქარი. ამ ტრადიციის დამაარსებელია მინესოტას შტატის ერთ-ერთი სკოლის ბიბლიოთეკარი ემი ბროდმური. ერთხელ მისმა ვაჟმა დაუსვა კითხვა ,თუ რატომ არ არის წელიწადში განსაკუთრებული დღე, რომელიც წიგნების ჩუქებას დაეთმობოდა. სწორედ ეს კითხვა გახდა ახალი იდეის წყარო. წიგნი არ კარგავს თავის ძალასა და მნიშვნელობას ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაშიც კი...“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში და აქედან გამომდინარე, გასაკვირი სულაც არ არის, მეშვიდეკლასელები განსაკუთრებულად რომ მოემზადნენ ამ მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის.
სკოლის ბიბლიოთეკაში შეკრებილებს, კლასის ხელმძღვანელმა - დარეჯან ნემსაძემ წიგნის ისტორიისა და ამ დღესასწაულის შესახებ საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა, შემდეგ კი თანაკლასელებმა დაასაჩუქრეს ერთმანეთი და თან ისაუბრეს იმაზე, თუ რამ განაპირობა მათი არჩევანი - გათვალისწინებული იყო ასაკი, ერთმანეთის ინტერესთა სფერო...
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ წიგნებს შორის იყო როგორც მსოფლიო ლიტერატურის კლასიკადქცეული შედევრები, ასევე თანამედროვე ქართული და უცხოური ლიტერატურაც.
ღონისძიების დასასრულს, ბავშვებმა კლასის ხელმძღვანელისაგან დავალებაც მიიღეს - 17-დან 21 მარტის ჩათვლით, სკოლის ბიბლიოთეკაში მოსწავლეები, პრეზენტაციები საშუალებით, დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ შთაბეჭდილებას წაკითხული წიგნების შესახებ და თამამად ვიტყვით, რომ მათ დაუვიწყარი მოგზაურობა ელით წიგნიერების საინტერესო სამყაროში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.