TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

„საქართველოს მეფე და დიდი სახელმწიფო მოღვაწე“ - ჭაპალის საჯარო სკოლის მეათეკლასელების „მოგზაურობა“ დავითის ეპოქაში
20-02-2025
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის, ჭაპალის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას. საგნობრივი ცოდნის მიღების პარალელურად, მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა შემეცნებით პროექტში და ამის ნათელი დადასტურებაა ქართული ენის პედაგოგის, ნანახანუმ ბაირამოვას მიერ, მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარებული აქტივობა, რომელიც დავით აღმაშენებლის ცხოვრება-მოღვაწეობას მიეძღვნა.

მეფეთა მეფის 900 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პედაგოგმა წარადგინა გაკვეთილი-პრეზენტაცია სახელწოდებით - „საქართველოს მეფე და დიდი სახელმწიფო მოღვაწე“.

აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა ისაუბრეს ძლევამოსილ მხედართმთავარზე, რომლის ღვაწლიც განსაკუთრებულია ქართველ მეფეთა შორის. ბავშვებმა ერთმანეთს გააცნეს საინტერესო ფაქტები დავითის ცხოვრებიდან, დეტალურად განიხილეს მის მიერ განხორციელებული რეფორმები და კომპლექსურ ჭრილში იმსჯელეს, თუ როგორ აისახა ეს ცვლილებები როგორც დავითის ისე შემდეგი ეპოქების საქართველოზე.

აქტივობაში მონაწილეობა ჭაპალის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი გახლდათ და წარმოდგენილმა პრეზენტაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა.


იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება