TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

მოხისის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის მოღვაწეობას დებატები მიეძღვნა 
21-02-2025
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლის მოსწავლეები დებატების ხელოვნებას ეუფლებიან. ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება. 

ახლახან, სკოლის მოდებატეებში ინტელექტუალური ჭიდილი მოეწყო. 

მოდებატეები ერთმანეთის პირისპირ დასხდნენ, მათ  წინასწარ იცოდნენ სამივე რაუნდის რეზოლუციები, პასუხისმგებლობით მოეკიდნენ  მასალების დამუშავებას და საინტერესო დებატიც გაიმართა.

სამივე რეზოლუცია დავით აღმაშენებელს ეხებოდა. თითოეული რაუნდის რეზოლუცია კონვერტებში იყო მოთავსებული და კენჭისყრით ასე განაწილდა:

1.დავით აღმაშენებელმა ბიზანტიური ტიტულების უარყოფით საქართველოს განვითარებას ხელი შეუშალა;

2.დავითმა სწორი არჩევანი გააკეთა ყივჩაღების ჩამოსახლებით;

3.შეცდომა იყო კლდეკარის საერისთავოს გაუქმება.

დებატები მეტად საინტერესოდ წარიმართა, მონაწილეებმა საკითხის ღრმა ცოდნა გამოავლინეს. 

დებატების მომზადებაში და შემდგომ კი მსვლელობაში აქტიურად მონაწილეობდა ჟიურის წევრი -  მარიამ ელიაშვილი, რომელმაც  თამაში საუკეთესოდ გაანალიზა და შეაფასა.

„დიდი მადლობა ცირა ღვალაძეს, გუნდებს მოდერატორად რომ ჰყავდათ. მადლობა დირექციას მხარდაჭერისათვის. მადლობა თამუნა გიკაშვილსა და ლიზი ტურაშვილს, ორივე მათგანი საუკეთესო მოდებატეებად დასახელდნენ. მადლობა, ორივე გუნდის ყველა წევრს. განსაკუთრებული მადლობა „ბილიკს“ - მარი მღებრიშვილს, ლია გორელიშვილს, მადლობა, თქვენ დებატების ტრენინგები რომ გაატარეთ ჩვენს მოსწავლეებს. უღრმესი მადლობა, ლევან კურულაშვილს - თქვენ შეასწავლეთ ჩვენს ახალგაზრდებს დებატების „ანა-ბანა, მადლობა საზოგადოებრივ მეცნიერებათა  კათედრას “,-აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ახალი დებატები უახლოეს მომავალში იგეგმება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება