სიახლეები
სკოლები

თბილისის N212 საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგი ია ხურცილავა მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობს
21-02-2025
-
+


ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მუსიკის გაკვეთილები გაჯარებულია მრავალფეროვანი აქტივობებით, რაც მოსწავლეთა სასწავლო შემართებაზე აისახება. მუსიკა მოსწავლეთა ერთ-ერთი საყვარელი საგანია. 

მუსიკის პედაგოგი ია ხურცილავა სწავლებისას სხვადასხვა მეთოდს მიმართავს. 

მე-6 კლასში ჩატარებული პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ჯგუფებში განიხილეს კინომუსიკის ისტორია და მისი გავლენა კინემატოგრაფიაზე.

პროექტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ძმები ლუმიერების ღვაწლზე, რომლებიც  ახორციელებდნენ მნიშვნელოვან ინოვაციებს. მათ მიერ შექმნილი „მუნჯი ფილმები“ ნიშანდობლივი იყო მუსიკის გარეშე, მაგრამ მუსიკა მალე იქცა ფილმების მნიშვნელოვან ნაწილად, რომელიც ემოციური ატმოსფეროს შექმნასა და მაყურებლის ემოციების გავლენას ემსახურებოდა.

პროექტის მონაწილეებმა ასევე განიხილეს ქართული კინომუსიკა, მისი სახეები და ყველაზე ცნობილი ქართველი კომპოზიტორები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ქართული კინოს განვითარებაში.  

განსაკუთრებით აღინიშნა ქართველი კომპოზიტორების, გია ყანჩელისა და ჯანსუღ კახიძის  მოღვაწეობა, პროექტის ბოლოს შესრულდა მათი ნაწარმოებები.

შთამბეჭდავია, მე-2 კლასის მოსწავლეთა მუსიკის გაკვეთილი, რომელიც თოჯინების დამზადებას მოიცავდა. 

ადრე, ჩვენი წინაპრები ხევსურეთში ცუდი ამინდის დროს მღეროდნენ სიმღერას „ახ, ლაზარე, ლაზარე“. მათ სჯეროდათ, რომ სიმღერის დახმარებით მალე გამოიდარებდა. ბავშვები კი თავად ამზადებდნენ - „თოჯინა ლაზარეს“.  პედაგოგ ია ხურცილავას დახმარებით ძველი ტრადიცია მე-2 კლასელებმა გააცოცხლეს. პატარებმა შექმნეს თოჯინა „ლაზარე“ და შეასრულეს სიმღერა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება