მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი ნიჭისა და უნარების განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი აქტივობა იმართება.
17 თებერვალს, ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-4ბ კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - ნ.ჟორჟოლიანის ხელმძღვანელობით, ხალისით ჩაერთნენ პროექტში - „გაცოცხლებული სურათები“.
პროექტი მიზნად ისახავს სხვადასხვა სტილისა და ეპოქის მხატვრის ნამუშევრების გაცნობას, პერსონაჟის ხასიათის წვდომასა და წარმოჩენას.
მოსწავლეებმა პროექტზე ხალისით იმუშავეს და ცნობილი მხატვრების ნამუშევრები „გააცოცხლეს“.
„ვფიქრობ, ჩემი პატარებისთვის დაუვიწყარი და შემოქმედებითი იყო პროექტში მონაწილეობა.ხელოვნება გადაარჩენს სამყაროს“,- აღნიშნავს პედაგოგი და ახარებს მოსწავლეთა კრეატიულობა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.