მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N103 საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე და პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თვითგანვითარებაზეც უწყვეტად ზრუნავს.
ამის დასტურია საერთაშორისო საგანმანათლებლო სამიტში წარმატებული მონაწილეობა - საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის AKS Education Awards მიწვევით, პედაგოგ რუსუდან ნუცუბიძესთან ერთად, თბილისის N103 საჯარო სკოლის წარმომადგენლები მიწვეულები იყვნენ დუბაიში გამართულ სამიტზე Global Education Awards Dubai, სადაც მონაწილეობდა მსოფლიოს 11 ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი.
აღსანიშნავია, რომ სტუმრის სტატუსით, სამიტს ესწრებოდა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი ბეჟან შონია, სამიტის დასკვნითი ნაწილი კი დაეთმო დაჯილდოებას.
უდავოდ საამაყოა, რომ საქართველოს თერთმეტი წარმომადგენელი დაჯილდოვდა სხვადასხვა სახის ნომინაციაში, რომელთაც გადაეცათ შესაბამისი სახის სერტიფიკატები. მათ შორის თბილისის N103 საჯარო სკოლას ნომინაციაში, როგორც გამორჩეული სკოლა სასწავლო წარმატებაში, ხოლო ხელმძღვანელს - არჩილ ჩხაიძეს, წლის საუკეთესო სკოლის დირექტორს ჯილდო და შესაბამისი სერტიფიკატი; ასევე სკოლის ქიმიის პედაგოგი რუსუდან ნუცუბიძე, დაჯილდოვდა, როგორც გამორჩეული მასწავლებლის ტრენერი.
„ეს წარმატება ჩვენთვის საამაყოა და იმავდროულად, დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს“, - განუცხადა etaloni.ge-ს თბილისის N103 საჯარო სკოლის დირექტორმა, არჩილ ჩხაიძემ და დასძინა, რომ ასეთი მიღწევების მოლოდინი ნამდვილად არ ჰქონიათ:
„წარმატებული გამოსვლის სურვილი დიდი იყო, თუმცა პირველობის მოლოდინი არ გვქონია; მაბედნიერებს ის ფაქტი, რომ ჩვენი სკოლის მიერ გაგზავნილი დოკუმენტებიდან გამომდინარე, პირველობა მოვიპოვეთ...
უნდა გამოგიტყდეთ, ეს დიდი პასუხისმგებლობაა, მეტი ვალდებულების წინაშე გვაყენებს და ის აუცილებლად აისახება სკოლის წარმატებულ საქმიანობაში.
ეს გამორჩეული აღიარება დამსახურებაა, როგორც პედაგოგების, ასევე მოსწავლეებისა და მათი მშობლების, მადლობა მათ თავდადებული შრომისთვის!
მადლობა AKS Education Awards წარმომადგენელს საქართველოში Theachers Community Georgia-ს დირექტორს - ინგა ხარჩილავას“.
აღსანიშნავია, რომ AKS Education Awards- ის ინიციატივით 15-17 მარტს დაიგეგმა სამიტი საქართველოში, ხოლო გამოცდილების გაზიარების მიზნით სტუმრებს უმასპინძლებს თბილისის N103 საჯარო სკოლა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.