მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესსა და ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში - ისინი მონაწილეობენ საინტერესო პროექტებში, რომლებიც მიღებული ცოდნის განმტკიცებაში ეხმარებათ.
ახლახან წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო კვირეული ჩატარდა, რომელსაც ბაღდათის N1 საჯარო სკოლა მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდა.
მოსწავლეებმა, საყვარელი მასწავლებლის, მაია ხმალაძის ხელშეწყობით, სკოლის ბიბლიოთეკაში წაიკითხეს მხატვრული ნაწარმოებები და გაუზიარეს ერთმანეთს შთაბეჭდილებები.
„ეს დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია კითხვა და როგორ შეუძლია წიგნს ფერად სამყაროსთან ზიარება.
მადლობა პატარა მკითხველებს საინტერესო მსჯელობისა და კითხვის სიყვარულის გაზიარებისთვის“, - ასე გამოეხმაურა სკოლა მოსწავლეთა აქტივობას, რომელსაც V-X კლასების მოსწავლეები, პედაგოგ ინგა მაჩიტიძესთან ერთად, შეუერთდნენ - მათ გაცვალეს წიგნები, მოაწყვეს პრეზენტაციები და ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.