მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საგნობრივი სტანდარტების პირველად ვერსიები გამოაქვყნა, მათ შორის შემუშავდა დაწყებითი და საბაზო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტის პირველადი ვერსია.
ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლა-სწავლება მიზნად ისახავს:
ეროვნული და კულტურული იდენტობის ფორმირებას;
ქართული ენისა და ლიტერატურის, როგორც ეროვნული კულტურის ერთ-ერთი უმთავრესი ფასეულობის, მიმართ ინტერესის გაღვივებას, პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას; პატრიოტი მოქალაქის აღზრდას;
ქართული ენისა და ლიტერატურის, როგორც მსოფლიო კულტურის განუყოფელი ნაწილის, შესახებ წარმოდგენების ჩამოყალიბებას;
ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო კულტურის, როგორც ცვლილებებისა და განვითარების მუდმივმოქმედი პროცესის, გააზრებას კულტურათშორისი დიალოგის საფუძველზე;
საკუთარი მსოფლმხედველობის შემუშავებას ლიტერატურასთან ზიარების გზით; ჰუმანისტური და დემოკრატიული ფასეულობების მქონე პიროვნების ფორმირებას;
ქართული ენის, როგორც აზროვნების, თვითგამოხატვისა და კომუნიკაციის საშუალების, მნიშვნელობის გაცნობიერებას;
თანამედროვე მრავალფეროვან ენობრივ გარემოში ორიენტირების ხელშეწყობას; საქმიანობის სხვადასხვა სფეროში ქართული ენის გამოყენების მიმართ გააზრებული, პასუხისმგებლობით აღსავსე დამოკიდებულების ფორმირებას;
ლიტერატურის, როგორც თვითშემეცნებისა და სამყაროს შეცნობის საშუალების, მნიშვნელობის გაცნობიერებას; წარმოსახვის უნარის, მხატვრულ-ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებას;
ლიტერატურასთან მუდმივად ზიარების მოთხოვნილების ჩამოყალიბებას ესთეტიკური სიამოვნების მისაღებად, თვალსაწიერის გასაფართოებლად, ინფორმაციის მოსაპოვებლად, გამოცდილების გასამდიდრებლად;
მედიაწიგნიერი, შემოქმედებითი და მაძიებელი პიროვნების აღზრდას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„პედაგოგი არ არის ბევრი... უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
საპატრიარქოს სკოლების პედაგოგების მიერ წარმოდგენილი ნაშრომები გამოირჩეოდა ორიგინალურობით