მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხუნევის საჯარო სკოლის მოსწავლეები დიდი ინტერესით მონაწილეობენ სხვადასხვა შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტში, რაც პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებაა.
ბავშვები, აქტივობებში ჩართულობით, ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, საუბრობენ საინტერესო ფაქტების შესახებ და განიხილავენ ისეთ საკითხებს, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ.
ხუნევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სწორედ მასწავლებლების დამსახურებით, კარგად იციან მათ ცხოვრებაში წიგნის მნიშვნელობა და ისიც, რომ წიგნს სამყაროს შეცვლა შეუძლია. ისინი ბევრს კითხულობენ, საუბრობენ საყვარელი პერსონაჟებისა თუ ანტიგმირების შესახებ და სიღრმისეულად იაზრებენ სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოების დედააზრს.
აქედან გამომდინარე, წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო კვირეულს ხუნევის საჯარო სკოლის მოსწავლეები დიდი სიხარულით შეუერთდნენ, მასწავლებლებთან ერთად, არაერთი საინტერესო აქტივობა ჩაატარეს, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართეს შეხვედრები და კიდევ ერთხელ მოუწოდეს თანატოლებს - „იკითხონ ხმამაღლა და შეცვალონ მსოფლიო“!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.