მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებისა და თვალსაწიერის გაფართოების მიზნით, აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.
ახლახან, მოსწავლეებმა მშობლიური ენის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. IIIგ კლასის მოსწავლეებმა (ხელმძღვანელი: მ.ყვავაძე) ვიდეორგოლი ჩაწერეს და საზოგადოებას ენის სიწმინდის მნიშვნელობაბა შეახსენეს, რომ აუცილებელია დავიცვათ ჩვენი ენა უცხო ლექსიკიდან შემოსული სიტყვებისაგან და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ენა ერის იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია - „გავუფრთხილდეთ ჩვენს ენას!“- მოგვიწოდებენ მოსწავლეები.
21 თებერვალი - მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით. 2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება.
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ბაღებისა და სკოლებისთვის კონკრეტული ვადები განისაზღვრა - დოკუმენტი
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
დირექციამ მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებსა და დამსწრე საზოგადოებას ლამაზი დღისთვის