მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N36 საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ პროექტებით სწავლებას, რადგან მეთოდი გარდა იმისა, რომ მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა, ბავშვებს საშუალებას აძლევს, წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები, თავი მოუყარონ წინარე ცოდნას, გამოუმუშავებს დაგეგმვის, თვითკონტროლის, დროის მართვის, რესურსების მობილიზების უნარებს.
ახლახან, XIბ კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს და წარადგინეს პროექტი თემაზე „რეზონანსი“. (პედაგოგი ე. იკოშვილი)
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს სასარგებლო და საზიანო რეზონანსის მაგალითები.
მათ დეტალურად ისაუბრეს და წარმოადგინეს ის შესაძლო შედეგები, რომლებიც შესაძლოა მოჰყვეს საზიანო რეზონანსს. ასევე, განიხილეს მისი თავიდან არიდებისა და ეფექტური მართვის გზები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტმა მოსწავლეებს არამარტო თეორიული ცოდნა მისცა, არამედ პრაქტიკული მიდგომებიც დაანახა, რაც მათ საშუალებას მისცემს, სხვადასხვა რეალურ სიტუაციაში გამოიყენონ ეს ცოდნა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.