მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართველი ერის წინაშე დავით აღმაშენებლის ღვაწლი აღნიშნეს.
„900 წელი შესრულდა დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან. განუზომელია მისი ღვაწლი ერის წინაშე. რამდენი დაწერილა... რამდენი თქმულა... და მაინც ბოლომდე ამოუცნობია დავით მეფის პიროვნება ქართველი ერისათვის, ამიტომაცაა, ალბათ, მხოლოდ 300 წლის შემდეგ რომ უწოდა მას ხალხმა აღმაშენებელი. ათასწლეულში ერთი იბადება მსგავსი ადამიანი ერში. დიდება მის ხსოვნას, საქმესა და ღვაწლს მისას!“,- ამაყობენ სახელოვანი წინაპრით სკოლაში და მოსწავლეთა პატიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ.
ამ დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-5ბ კლასის მოსწავლეებმა (დამრგ. მარიამ გოგიშვილი, მასწავლებელი ინეზა კაციტაძე) ქუთაისის სამხარეო მუზეუმში მუზეუმის დირექციისა და თანამშრომლების მხარდაჭერით დადგეს მინი წარმოდგენა ლალი დეკანოიძის ლექსის - „მეფეო დავით“ მიხედვით. პერფორმანსში ჩანდა მოსწავლეთა გულწრფელი პატივისცემა, სიყვარული და თაყვანისცემა წმინდა მეფისადმი.
წარმოდგენის შემდეგ მოსწავლეები გაეცნენ მუზეუმის ღირსშესანიშნაობებს.
„მადლობა სკოლის დირექციასა და მშობლებს გვერდით დგომისათვის, მადლობა ინეზა კაციტაძეს და მარიამ გოგიშვილს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.