მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ.
სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა თაოსნობით, წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მასშტაბურ კამპანიას შეუერთდნენ და წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად პირველკლასელებს ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა ერთმანეთს წაუკითხეს დიდი წიგნი - „ორი ღორი“ და წიგნის კითხვის სიხარული გაუზიარეს.
მოსწავლეებმა ასევე ერთად შექმნეს წიგნის სანიშნეები და კვლავ დაგეგმეს საბავშვო ლიტერატურის კითხვა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ და გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.