მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნაკიან წელიწადშიც კი - დღის დამატების მიუხედავად, თებერვალი მაინც ყველაზე მოკლე თვეა. საინტერესოა თუ რატომ ერგო ზამთრის ბოლო თვეს ყველაზე ცოტა დღე?
ვინ და როდის მოიგონა თებერვალი?
რომის დაარსებიდან რომაელები მთვარის კალენდრით ცხოვრობდნენ. წელიწადი მაშინ 304 დღისგან შედგებოდა და 10 თვე გრძელდებოდა. ის მარტში იწყებოდა და დეკემბერში მთავრდებოდა.
რომის ლეგენდარული მეფის - ნუმა პომპილიუსის (დ. 21 აპრილი, ძვ. წ. 753 ― გ. ძვ. წ. 674) ეპოქაში, დღეებისა და წლების ათვლის სისტემის განახლება გადაწყვიტეს, იმისთვის რომ კალენდარული წელიწადი გაგრძელებულიყო იმდენ ხანს, რამდენსაც მთვარე დედამიწის გარშემო შემობრუნებას ანდომებს -ანუ 354 დღე.
თუმცა, საბოლოოდ, ახალ კალენდარში წელიწადი შედგებოდა არა 354, არამედ 355-დღისგან - ძველი რომაელები ცრუმორწმუნეები იყვნენ და ლუწ რიცხვებს ერიდებოდნენ, თუნდაც სიზუსტის ხარჯზე.
ამრიგად, ნუმა პომპილიუსის დროს კალენდარული წელი გაგრძელდა 51 დღით და დაიწყო დაყოფა 12 თვეზე, რომელიც დღეს ჩვენთვის ჩვეულია. შემდეგ კალენდარში გაჩნდა იანვარი (თავიდან 29 დღე გრძელდებოდა) და თებერვალი, რომელსაც 28 დღე ერგო.
რატომ არის თებერვალი ასეთი მოკლე?
თებერვალს რომაელებმა ქვესკნელის ღმერთის სახელი - ფებრუსი (ლათინურად - Februus) უწოდეს. ქვესკნელის ღმერთი კი ვერ იქნებოდა იმ ღმერთების სიმაღლეზე, რომელებიც ცოცხალთა სამყაროს განაგებენ. თებერვალს ნაკლები დღეები სწორედ ამ მიზეზით ერგო.
რატომ იზრდება ნაკიან წელიწადში სწორედ თებერვალი?
რომაელებისთვის თებერვალი ყოველთვის კორექტირების ველი იყო. მაგალითად, იულიუს კეისრის რეფორმამდე, (სწორედ მან შემოიღო მზის კალენდარული ტიპის წელთაღრიცხვის სისტემა) თებერვალს მეთორმეტე თვედ თვლიდნენ და ყოველ ორ წელიწადში ორად ყოფდნენ, რომ ნაწილებს შორის ჩაესვათ მერცედონიუსი (ლათ Mercedonius) დამატებითი თვე, რომელიც 20 დღისგან შედგებოდა. ის კალენდაში გაჩნდა იმის გამო, წლის პირველი თვის - მარტის დღეების ათვლა კლიმატური გაზაფხულის დაწყებას დამთხვეოდა.
იულიუსის კალენდარზე (მზის კალენდარული ტიპის წელთაღრიცხვის სისტემა) გადასვლასთან ერთად ( ძვ. წ. 45 წლის 1 იანვარი) მერცედონიუსის საჭიროება გაქრა და თებერვალი წლის მეორე თვედ იქცა. თუმცა, რომაელებმა არ შეწყვიტეს ამ თვის გამოყენება დროებითი კორექტირებისთვის. ნაკიან წელიწადში მათ 366-ე დღე სწორედ თებერვალს დაამატეს.
ნაკიანი წელიწადი კი შემოიღეს იმის გამო, რომ ჩვეული (365-დღიანი) წელიწადი არ შედგება ზუსტად 365 დღისგან, არამედ 365 და დაახლოებით ერთი მეოთხედი დღისგან, ამიტომაცა ნაკიანია თითქმის ყოველი მეოთხე წელიწადი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სურამის N4 საჯარო სკოლაში ხანძარია - დირექტორი პირველ კომენტარს აკეთებს
„რესურსცენტრი თვალყურს ადევნებს სკოლას და უფლებამოსილია, გამოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე...“
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
აქტივობა სასკოლო საზოგადოების ინფორმირებას, ემპათიის უნარის გამომუშავებასა და თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებას ისახავდა მიზნად
ბავშვებმა შეიტყვეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები მზის შვილების შესახებ და ასევე, საინტერესოდ დააკავშირეს მათემატიკასთან თარიღი
კლასის დამრიგებელმა, ნათელა ნატმელაძემ, პირველკლასელებს გაუზიარა დაუნის სინდრომის შესახებ ინფორმაციული მასალები