სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ლიტერატურის მოყვარულ მოსწავლეთა სამეული ინტელექტუალურ თამაშს შეუერთდა 
24-02-2025
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა და საგნმანათლებლო ღონისძიებაში და წარმატებასაც აღწევენ. 

მათ შორის, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ინტელექტუალური თამაშის - „წიგნების თაროს“ შესარჩევ კონკურსში.

შიდასასკოლო ტურის შედეგ, უფრო რთული - გასაუბრებების ეტაპი გაიარეს და კონკურსს სკოლის მოსწავლეთა სამეულიც შეემატა: 

  • სანდრო კირკიტაძე;
  • რეზი ახვლედიანი;
  • თორნიკე კუტუბიძე.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ზოგადად, ამგვარ პროექტებში მონაწილეობა არა მხოლოდ საგანმანათლებლო პროცესის ნაწილია, არამედ უნიკალური შესაძლებლობაა მოსწავლეებისთვის, რომ განვითარდნენ, გაიღრმავონ ცოდნა და შეიძინონ ახალი უნარები.

სხვადასხვა თემაზე მუშაობა და კითხვა მოსწავლეებს ეხმარება, გახდნენ უფრო ინფორმირებულები და კრიტიკულად  მოაზროვნეები.

გუნდური მუშაობა უვითარებს კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და ლიდერობის უნარებს.

პროექტში ჩართვა ნიშნავს კონკურენციას, ახალი გამოწვევების მიღებასა და პიროვნულ ზრდას.

ასეთი გამოცდილება მოსწავლეებს აძლევს მოტივაციას და ხსნის ახალ პერსპექტივებს აკადემიური თუ პირადი განვითარებისთვის.

„ყველას, ვინც შეუერთდა XV სასკოლო სეზონს, ვუსურვებთ წარმატებებს  საინტერესო და შემეცნებით გზაზე!“,- დასძენენ სკოლაში და მოსწავლეებს გულმურვალედ გულშემატკივრობენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება