მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით მონაწილეობენ სასკოლო ცხოვრებაში. ამის დასტურია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის, ანა ღურწკაიას მიერ ორგანიზებული შიდასასკოლო კონფერენცია თემაზე - „კირილე ზდანევიჩის ბიოგრაფია და შემოქმედება“.
როგორც სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, კონფერენციაზე ღირსეულად წარდგნენ IV „ბ“ კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - თამარ რაფავას ხელმძღვანელობით.
ბავშვებმა წარადგინეს ზდანევიჩის ბიოგრაფია, ისაუბრეს მისი შემოქმედების თავისებურებაზე და გააცოცხლეს მხატვრული შემოქმედების საუკეთესო ნიმუშები. განსაკუთრებით საინტერესო კი აღმოჩნდა ზდანევიჩის ნამუშევრების რეპროდუქციული შესრულება.
აქტივობის დასასრულს, კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.