მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეს, 25 თებერვალს, საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ. 1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა. წელს საბჭოთა ოკუპაციიდან 104 წელი გავიდა. დროშები დაუშვეს სახელმწიფო შემობებზე, მათ შორის სკოლებში.
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში, სადაც მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, საქართველოს ისტორიის ეს ტრაგიკული დღე გაიხსენეს.
სკოლა-გიმნაზიის, წმიდა გიორგის სახელობის VIII კლასის მოსწავლეებმა, „ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში“, საინტერესო და ყოვლისმომცველი კონფერენცია გამართეს.
მოსწავლეებმა ამომწურავად ისაუბრეს 1921 წლის თებერვალში, საქართველოს წინააღმდეგ, ბოლშევიკური რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე.
კონფერენცია, რომელიც საქართველოს ისტორიის პედაგოგის - იოსებ აფაქიძის ხელმძღვანელობით მომზადდა და რომელსაც გიმნაზიის პედაგოგები და ისტორიის მოყვარულთა კლუბის წევრები ესწრებოდნენ - დადებითად შეაფასა გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, მან მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და პედაგოგს გაწეული შრომისათვის და წარმატებები უსურვა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.