მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აკაკი წერეთლის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდსა და აქტივობას მიმართავენ, რაც მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე აისახება.
ახლახან, სკოლამ, მათემატიკის კათედრის ინიციატივით, განახორციელა პროქტი - „მათემატიკოსთა ბიოგრაფია და მათი აღმოჩენების წვლილი მეცნიერებაში“.
პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებს შეესწავლათ და წარმოედგინათ ცნობილი მათემატიკოსების ცხოვრება, მათი მათემატიკური მიღწევები და გავლენა თანამედროვე ცხოვრებაზე.
სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ IX კლასის მოსწავლეები.
პროექტი წარმატებით განხორციელდა. მისი მიმდინარეობა იყო საინტერესო, ინტერაქციული და სახალისო, დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობით.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათი თვალით დანახული მათემატიკოსები. ჩაატარეს ვიქტორინა, წარადგინეს პრეზენტაციები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი მოსწავლეებისთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. ისინი გაეცნენ სხვადასხვა ცნობილი მათემატიკოსების ცხოვრებას, მათი მათემატიკით დაინტერესების შემთხვევებს, მათი მიღწევების როლს თანამედროვე მეცნიერების ჩამოყალიბებაში. გააცნობიერეს მათემატიკური მიღწევების პრაქტიკული გამოყენება. გაიუმჯობესეს პრეზენტაციის წარდგენისათვის საჭირო უნარები.
„ვფიქრობთ, რომ პროექტის ფარგლებში მიზანი მიღწეულია. მოსწავლეებმა განივითარეს კრიტიკული აზროვნება, შეძლეს შემოქმედებითები ყოფილიყვნენ, გაიუმჯობესეს თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარები“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოების მიზნით სწავლა შეწყდება - როდის განახლდება და როგორ ანაზღაურდება გაცდენილი საათები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და დიდი ზეიმი ეშტიის N1 საჯარო სკოლაში