მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება მხოლოდ ბავშვების აკადემიური მოსწრებით კი არ ინტერესდება, არამედ მათთვის ასევე მნიშვნელოვანია, პოზიტიური გარემო შექმნან სკოლაში, ჰქონდეთ უწყვეტი კომუნიკაცია ახალ თაობასთან, ზუსტად იცოდნენ მათი საჭიროებები და მუდმივად ედგნენ მხარში უსაყვარლეს მოსწავლეებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებს „სკოლა News“, რომლის ეთერიც ამჯერად დაეთმო ბავშვთა ფსიქოლოგიას.
მოწვეული სტუმრები იყვნენ: სკოლებში ფსიქოგანათლების ტრენინგების ინიციატორი, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, პროფესიით იურისტი - ბატონი გოჩა ბაკურაძე; ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ფსიქოლოგი სალომე ლომთაძე; საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, სამოქალაქო თეატრის დამფუძნებელი, ზეკო ხაჩიძე.
წამყვანი გახლდათ ქუთაისის N24 საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელი ანა აბულაძე, რომელიც რესპონდენტებთან საუბრისას, ბევრ საინტერესო, საჭირბოროტი საკითხს შეეხო, მიიღო ამომწურავი პასუხები და თამამად ვიტყვით - უფროსი თაობის წარმომადგენლები ცოტა დააფიქრა კიდეც ახალგაზრდებთან ურთიერთობებზე.
დარწმუნებულნი ვართ, „სკოლა News“ კიდევ ბევრ საინტერესო საკითხს განიხილავს თავის სტუმრებთან ერთად.
იხილეთ ფოტო და ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.