მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კერძო სკოლა „ანაბასისში“ მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებული და მხარდაჭერილია.
ხელოვნების მასწავლებელი ნანა გიორგაძე შემოქმედი მასწავლებელია, რომელიც ყოველთვის ეძებს ახალ და ინოვაციურ გზებს, რათა შთააგონოს მოსწავლეები და განავითაროს მათი კრეატიულობა. იგი იყენებს სხვადასხვა მეთოდებსა და მასალებს, ხელს უწყობს ექსპერიმენტებს და მხარს უჭერს ინდივიდუალურ გამოხატულებას.
მისი გაკვეთილები არა მხოლოდ ტექნიკური უნარების განვითარებაზეა მიმართული, არამედ ემოციური და ესთეტიკური აღქმის გაღრმავებასაც უწყობს ხელს. მან წარმატებით განახორციელა მე-5ა კლასში პროექტი - „მე ტინტორენტო XXI საუკუნეში“.
პროექტზე მუშაობა მოსწავლეებისათვის ნამდვილი შემოქმედებითი პროცესი იყო: მოსწავლეებმა შექმნეს კომიქსი, მაკეტი, ვიდეო , PowerPoint ექსპერიმენტი.
პროექტის შემაჯამებელი გაკვეთილი კი ინტერაქტიული და მრავალმხრივი იყო, რაც დაეხმარა მოსწავლეებს ტინტორენტოს ხელოვნებისა და რენესანსის ახალი მხარეების აღმოჩენაში.
ვიზუალური, პრაქტიკული და ციფრული მასალების გამოყენებით გაკვეთილი უფრო გასაგები და მიმზიდველი გახდა.
პრეზენტაციის მეშვეობით მათ გაიცნეს ტინტორენტოს შემოქმედება და მისი ექსპერიმენტები.
კომიქსის მეშვეობით მოსწავლეებმა გაიცნეს ტინტორენტოს ცხოვრება და სტილი.
ვიდეომ „ღამის ვახშამზე“ გააანალიზებინა მათ მხატვრის უნიკალური ხედვა, სინათლის და მოძრაობის ეფექტი.
მაკეტისა და ფიგურების დახმარებით მოსწავლეები პრაქტიკულად ჩაერთვნენ ჩრდილების შექმნის პროცესში.
ფოტოგრაფიისა და განათების ექსპერიმენტებმა აჩვენა, როგორ იყენებდა ტინტორენტო სინათლეს დრამატული ეფექტისთვის.
PowerPoint-ის გამოყენებით მოსწავლეებმა ციფრულად გამოსცადეს სინათლის და ჩრდილების სხვადასხვა გავლენა.
მოსწავლეები დაფიქრდნენ: როგორ ახდენს სინათლე გავლენას ნახატის აღქმაზე?
როგორ შეიძლება მხატვრის იდეები გამოვიყენოთ დღეს სხვადასხვა სფეროში – თეატრში, ფოტოგრაფიაში, კინოში?
მოსწავლეებმა გაიგეს, რომ ხელოვნება მხოლოდ ისტორია არ არის – ის ცოცხალი პროცესია, რომელიც დღემდე იყენებენ სხვადასხვა სფეროში.
პრაქტიკული აქტივობების დახმარებით მათ არა მხოლოდ თეორიულად, არამედ ვიზუალურად და პრაქტიკულადაც შეიგრძნეს ტინტორენტოს ტექნიკები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილის ძირითადი გზავნილი ყველასათვის იყო ის, რომ ხელოვნება არ არის მხოლოდ წარსული – ის დღევანდელ რეალობასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და მისი პრინციპები დღესაც აქტუალურია!
„შექმნილი რესურსები ძალიან საინტერესოა და შესაძლებელია გამოყენებული იქნას როგორც სასწავლო რესურსები. დიდი მადლობა ქალბატონ ნანას ნაყოფიერი საქმიანობისათვის. წარმატებები მოსწავლეებთან ერთად“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.