მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N108 საჯარო სკოლაში საგაკვეთილო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება თავს არ ზოგავს, რათა ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და ცოდნის განსამტკიცებლად არაერთ თემატურ აქტივობასაც ატარებენ.
ახლახან, დავით აღმაშენებლის ხსოვნას თბილისის N108 საჯარო სკოლამ კვორეული მიუძღვნა „დავით აღმაშენებელი-900“ - რომლის ფარგლებშიც განხორციელდა რიგი აქტივობები, კერძოდ:
მოეწყო კედლის გაზეთების გამოფენა პოსტერის პრეზენტაცია, ანიმაციური ფილმების ჩვენება;
თანატოლგანმანათლებლობა - უფროსკლასელების პრეზენტაციები უმცროსკლასელებთან, საინფორმაციო ვიდეორესურსების ნახვა/განხილვა;
ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილები მათემატიკასა და ისტორიაში „დავით აღმაშენებლის ეპოქა - მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა“, გეომეტრიასა და გეოგრაფიაში „დავით აღმაშენებლის ბრძოლების დროინდელი რუკების შექმნა და მარშრუტების დაგეგმვა";
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის წევრების მიერ განხორციელდა - „საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება გელათის აკადემიაში, საღებავი მცენარეები და გელათის ფრესკები“, „სასმელი წყლის პრევენცია დავით აღმაშენებლის ეპოქაში“, „სამკურნალო მცენარეები შუა საუკუნეების მედიცინაში“.
სპორტის კათედრის წევრების მიერ განხორციელდა სპორტული აქტივობები (ძველი ქართული სპორტის სახეობები, ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურტში/ფეხბურთში/ფრენბურთში);
ასევე განხორციელდა არაერთი პროექტი „იცოდე შენი ქვეყნის ისტორია“ - 1. ,,ძლევაი საკვირველი"; 2. „გელათი - მეორე ათინა“; 3. ,,მეფე მწიგნობარი"; 4. ლექსები/სიმღერები/მოთხრობები დავით აღმაშენებელზე; 5. „გალობანი სინანულისანი“ - ადამიანობის საზომი;
ჩატარდა გასვლითი გაკვეთილები: ა. იარაღის მუზეუმში - ,,შუა საუკუნეების საჭურველი და მისი ქიმიური შემადგენლობა"; ისტორიის მუზეუმში; ხელნაწერთა ინსტიტუტში; ხელოვნების მუზეუმში;
ისტ-ის გამოყენებით ჩატარდა სპექტაკლი - ,,დროის მანქანა - დავით აღმაშენებელი 21-ე საუკუნეში".
იხილეთ ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.