მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში, ტარდება თემატური ღონისძიებები და მათ შორის გახლავთ კარნავალი, რომელიც ერთ-ერთ ლამაზ მოგონებად ჩაიწერება ცაგერის საჯარო სკოლის თითოეული წარმომადგენლის მეხსიერებაში.
ეს ღონისძიება იყო საინტერესო, მრავალფეროვანი, კოსტიუმირებული მსვლელობა, რომელსაც კიდევ უფრო ამშვენებდა მუსიკალური, მხატვრული ნომრები, თითოეული კლასის მიერ წარმოდგენილი კომპოზიციები და მთელი სკოლის, თითოეული საკლასო ოთახის დახვეწილი სადღესასწაულო მორთულობა.
ღონისძიება მოამზადეს ცაგერის საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელმა შორენა ხეცურიანმა, მუსიკის პედაგოგმა იზა ხეცურიანმა, თითოეული კლასის დამრიგებელმა, პედაგოგებმა, მშობლებმა, მოსწავლეებმა.
ცაგერის საჯარო სკოლამ, დირექტორის - დავით ცვარიანის ხელმძღვანელობით, ტრადიციულად, კიდევ ერთი შთამბეჭდავი და დაუვიწყარი დღე აჩუქა ყველა იმ ადამიანს, რომელთაც უყვართ და ეამაყებათ ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.