მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეები სამოქალაქო პასუხისმგებლობით და არაერთ მოხალისეობრივ საქმიანობაში მონაწილეობენ.
ახლახან, ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე მარიამ ხარატიშვილი და მოსწავლეთა გუნდი (გუნდის წევრები: მარიამ ხარატიშვილი, მარიამ გორგოძე, ლიზი გიორგაძე, ნია ჯაფარიძე, თინათინ ჯანელიძე) ჩაერთო ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში - „გახდი ქალაქის მოხალისე“.
კოკურსის ფარგლებში მოსწავლეები საინტერესო სოციალურ პროექტს ახორციელებენ.
როგორც მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე მარიამ ხარატიშვილი გვეუბნება, გუნდის მიზანია უბნის და ქალაქის შეჭირვებული მოსახლეობის დახმარება, მათთვის საყოფაცხოვრებო ნივთების შეგროვება, რომლებსაც მათი ოჯახები გასცემს (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თეთრეული, საკანცელარიო ნივთები, ჭურჭელი...გარდა საკვებისა).
სკოლის შემოსასვლელ კართან, გარე დახურულ სივრცეში უკვე განთავსდა კარადა (სტენდი), სადაც მოსწავლეებმა მათ მიერ მიტანილი ნივთები დაალაგეს. ის ადამიანები კი, ვისაც დახმარება სჭირდებათ დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეძლებენ მათ წაღებას.
„სიკეთე გადამდებია! სიკეთე გადაარჩენს სამყაროს!“,- აღნიშნავს მოსწალე და საზოგადოებას მოუწოდებს შეუერთდნენ აქციას.
„ჩვენი თხოვნაა, აღნიშნული აქციის შესახებ გააგებინოთ ჩვენს ირგვლივ მყოფ იმ ოჯახებს, რომელთაც ესაჭიროებათ დახმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ქმედება აზრს დაკარგავს. უხერხულობის თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია ღამის საათებში მოსვლა. სკოლის გარე პერიმეტრი არ არის აღჭურვილი ვიდეოკამერებით. იმედი გვაქვს თქვენი გულისხმიერებისა. გთხოვთ, გააზიაროთ ეს პოსტი!“,- წერს მოსწავლე სოციალურ ქსელში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა