მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, აგანის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და ისინი მრავალმხრივ განვითარდნენ.
სწორედ ამ უმთავრეს მიზანს ემსახურება ის აქტივობები, რომლებში მონაწილეობაც ბავშვებისთვის საგანმანათლებლო და იმავდროულად სახალისოა.
აღსანიშნავია, რომ აგანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ძალიან უყვართ ჭადრაკი - ინტელექტუალური სპორტი, რომელიც გონებრივ განვითარებას მაქსიმალურად უწყობს ხელს და ისინი სხვადასხვა შეჯიბრში მიღწეული წარმატებით ახარებენ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს.
ამჯერად აგანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პირველ სასკოლო ოლიმპიადაზე, ჭადრაკში. აგანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ნონა გაფრინდაშვილის თასში“ მონაწილეობისთვის სიგელი გადაეცათ, რაც თითოეული მათგანისთვის უდავოდ საამაყოა.
აგანის საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს თითოეულ მოსწავლეს ცხოვრების ყველა ეტაპზე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.