მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებისთვის ფიზიკის გაკვეთილები გაჯარებულია მრავალფეროვანი აქტივობებით, რაც მოსწავლეთა სწავლის ხარისხსა და სასწავლო შემართებაზე აისახება.
ახლახან, ფიზიკის მასწავლებლის - ირმა წითაძის უშუალო ჩართულობითა და მითითებით, მე-7 კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო პროგრამის ფარგლებში, შეასრულეს საინტერესო აქტივობა და მიყვნენ პირობას: საკვანძო შეკითხვაა - როგორ შევქმნათ პოსტერი, სადაც აღვწერთ თოვლის პაპას მოძრაობის პროცესს, და წარმოვადგენთ მისი მახასიათებელი ფიზიკური სიდიდეების დამოკიდებულებას ცხრილებისა და გრაფიკების საშუალებით.
დავალების მიზანი იყო პოსტერის შექმნა, სადაც მოსწავლეები აღწერდნენ თოვლის პაპას მოძრაობის პროცესს და წარმოადგენდნენ მისი მახასიათებელი ფიზიკური სიდიდეების დამოკიდებულებას ცხრილებისა და გრაფიკების საშუალებით.
ზოგადად, სასწავლო აქტივობა ძალიან საინტერესოა და აერთიანებს, როგორც ფიზიკის, ისე შემოქმედებითი აზროვნების ელემენტებს. იგი ხელს უწყობს მოსწავლეების ანალიტიკური და პრეზენტაციის უნარების განვითარებას.
მასწავლებელმა მოსწავლეებს, მიაწოდა დეტალური ინსტრუქციები, როგორ უნდა შეედგინათ გრაფიკები და რომელი ფიზიკური სიდიდეები უნდა წარმოედგინათ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეს აქტივობა ეფექტურად აერთიანებს ფიზიკის კონცეფციებსა და შემოქმედებით მიდგომას. მისი შესრულება ხელს უწყობს, მოსწავლეებში, გააზრებით სწავლებას და მოტივაციას. გარკვეული დეტალების დამატებითა და ინსტრუქციების დაზუსტებით, აქტივობა კიდევ უფრო საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.