მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი კიდევ ერთ მუნიციპალიტეტში შეწყდა.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სწავლა 2 დღეით, ყველა სკოლაშია შეწყვეტილი და განათლების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს გადაადგილებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„ხარაგაულის ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი 2 დღით შეჩერდა. თოვლის საფარმა დაბაში ერთ მეტრს მიაღწია. ამჟამად კვლავ თოვს...
მიუხედავად იმისა, რომ გზები ინტენსიურად იწმინდება, გთხოვთ გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება გადაადგილებისას“, - აღნიშნულია ოფიციალურ ინფორმაციაში. სოციალურ ქსელში გამოხმაურებებიდან კი ისიც ირკვევა, რომ თუ ამინდი არ გაუმჯობესდა, სწავლა არ აღდგება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ