სიახლეები
სკოლები

განჯალის საჯარო სკოლის მეექვსეკლასელებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის პროექტი წარმოადგინეს
25-02-2025
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, განჯალის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, მათი ცნობიერების ამაღლებასა და მომავალი თაობების ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.

ამ მიმართულებით ბავშვები, პროფესიონალ პედაგოგებთან ერთად, არაერთ საინტერესო პროექტზე მუშაობენ და მათ შორის, გარემოსდაცვითი მიმართულებით, მრავალფეროვან აქტივობებშიც ხშირად მონაწილეობენ.

ახლახან, განჯალის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა, ბუნებისმეტყველებაში, წარმოადგინეს საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის პროექტი, რომელზეც ერთი თვის განმავლობაში გულმოდგინედ მუშაობდნენ.

„დღეისთვის არ არსებობს მსოფლიოში ისეთი ქვეყანა, რომელსაც არ აქვს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები. განსაკუთრებით დიდ ქვეყნებში, სადაც უამრავი ადამიანი ცხოვრობს, როგორც საყოფაცხოვრებო, ისევე სამრეწველო ნარჩენები უზამაზარ მასშტაბებს აღწევს. ნაგავსაყრელები იკავებს მიწის საკმაოდ დიდ ფართობს, აბინძურებს ნიადაგს, ატმოსფეროსა თუ წყლის რესურსებს, რაც, ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა დაავადებისა და ეპიდემიების გამომწვევი მიზეზია. შესაბამისად, მსოფლიოს სჭირდება ნარჩენების მართვასთან სწორი მიდგომა, რათა უამრავი პრობლემა აიცილოს თავიდან.

2005 წელს იაპონიაში გაჩნდა იდეა 3R -ის დანერგვასთან დაკავშირებით, რომლის მთავარი მიზანიც ნარჩენების სწორი მართვა იყო. 3R სამი სიტყვის აბრევიატურას წარმოადგენს: Reduce - შემცირება, Reuse - ხელახალი გამოყენება, Recycle  - გადამუშავება“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება