სიახლეები
სკოლები

„წიგნს თუ დაიმეგობრებ, ვერავინ  დაგამარცხებს! - ჭვინთის საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელები წიგნის ჩუქების საერთაშორისო კვირეულს შეუერთდნენ
25-02-2025
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის, ჭვინთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ სასკოლო ცხოვრებაში და პროფესიონალი პედაგოგების მხარდაჭერით არაერთ შთამბეჭდავ პროექტს წარუდგენენ საზოგადოებას.

ამჯერად, ჭვინთის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთან, მანანა ჩინჩალაძესთან ერთად, წიგნის ჩუქების საერთაშორისო კვირეულს ღონისძიებით შეუერთდნენ.

მოსწავლეებმა წიგნის ჩუქების ტრადიციის შესახებ ისაუბრეს, გაიხსენეს საყვარელი მწერლები, წაიკითხეს ამონარიდები ლექსებიდან და დაასკვნეს, რომ „წიგნი ეს არის ლიტერატურის სამყაროში მოგზაურობის საუკეთესო საშუალება, ხოლო ასეთი ღონისძიებები ხელს შეუწყობს მომავალ თაობას შეიყვაროს კითხვა და გაიღრმაოს ცოდნა“.


იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება