მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამბროლაურის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა.
ლიტერატურული გარჩევების ციკლს მორიგი წიგნის განხილვა შეემატა.
სკოლაში ჯემალ ქარჩხაძის - „ანტონიო და დავითი“ განიხილეს. ღონისძიებას მუდმივი სტუმრები მამა ელიზბარს და მამა გიორგი ესწრებოდნენ და ლიტერატურის მოყვარული კურსდამთავრებულები - ნანუკა კერესელიძე, ელენე გველეთიანი, ელენე და სალომე კილასონიები მონაწილეობდნენ.
„ჯემალ ქარჩხაძე ის მწერალია, სულის სიღრმეებს რომ სწვდება და გაფიქრებს სამშობლოზე, რელიგიაზე, ადამიანზე, სიცოცხლსა და სიცოცხლეზე... და რა კარგია, როცა ასეთი მწერალის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებს - „ანტონიო და დავითი“, სხვებთან ერთად აანალიზებ, რაღაცას სხვაგვარად ხედავ, სვამ კითხვებს, კამათობ, უფრო მეტს ხვდები...
მადლობა ჩვენ გვერდით ყოფნისთვის ჩვენი ლიტერატურული გარჩევების მუდმივ სტუმრებს მამა ელიზბარს და მამა გიორგის,მადლობა ჩვენი სკოლის კურდამთავრებულებს: ნანუკა კერესელიძეს,ელენე გველეთიანს,ელენე და სალომე კილასონიებს
ძვირფასო კურდამთავრებულებო, გვახარებს, რომ ჩვენი სკოლის ცხოვრება კვლავ რჩება თქვენი ცხოვრების ნაწილად“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ლიტერატურის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.