მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლის მათემატიკისა და ტექნოლოგიების კათედრის ორგანიზებით, ჩატარდა მოსწავლეთა სასწავლო, შემეცნებითი და შემოქმედებითი კონფერენცია თემაზე: „მათემატიკის როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში“.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს VI-XI კლასის მათემატიკით დაინტერესებულმა მოსწავლეებმა.
მოსწავლეთა წარმოდგენილ პრეზენტაციებში ნათლად იყო წარმოჩენილი ხელოვნების, მედიცინის, არქიტექტურის, მუსიკის და სხვა დარგების ურთიერთკავშირი მათემატიკასთან. საინტერესოდ იყო წარმოდგენილი მარტივი რიცხვების კავშირი დაშიფვრის სისტემასთან, ასევე საგადასახადო სისტემა საქართველოში-გადასახადების გამოთვლა პროცენტული მაჩვენებლებით,სიმეტრია ჩვენს ირგვლივ.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პითაგორას თეორემის დამტკიცების ერთ-ერთი ვერსია და მისი უდიდესი მნიშვნელობა ცხოვრებაში.
VI-VII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ეგვიპტურ რომაულ და არაბულ დამწერლობაზე, მათემატიკის წარმოშობის ისტორიაზე. Საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინეს პლაკატების სახით, წილადებზე და ათწილადებზე, ასევე წარმოადგინეს პრეზენტაცია ქართველ ბუმბერაზ მათემატიკოსებზე.
კონფერენციაში მონაწილეობისთვის თითოეულ მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო სიგელები.
ვფიქრობ, კონფერენციამ ხელი შეუწყო მათემატიკის პოპულარიზაციას და მოსწავლეებში ცოდნის დონის ამაღლებას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.