მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თიანეთის მუნიციპალიტეტის, ზარიძეების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და წარმატებული საგაკვეთილო პროცესის პარალელურად, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაც სასკოლო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
უდავოდ საამაყოა, რომ ზარიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში და თავადაც არაერთი გამარჯვების მთავარი შემოქმედები ხდებიან.
ახლახან, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ეგიდით ჩატარებულ რეგიონულ თამაშებში, ფრენბურთში, რომელშიც მონაწილეობდნენ მცხეთა-მთიანეთის სკოლების გუნდები, ზარიძეების სკოლის გოგონათა გუნდმა გამარჯვება მოიპოვა.
შემდეგი ეტაპი კი აღმოსავლეთ საქართველოს პირველობისთვის შეჯიბრია, თუმცა მანამდე ზარიძეების საჯარო სკოლა ულოცავს ფრენბურთის გოგონათა გუნდს მოპოვებულ გამარჯვებას და მათ წარმატებებს უსურვებს:
„იმარჯვეს ჩვენმა გოგონებმა და გაიმარჯვეს.ვულოცავთ ბავშვებს ამ წარმატებას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.