მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ მოსწავლეები საქართველოს სახელით არაერთ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობენ და ნიჭსა და შესაძლებლობებს მსოფლიო ასპარეზზე წარმატებით წარმოაჩენენ.
ამჯერად, სკოლამ მიწვევა ტაილანდიდან მიიღო.
ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ ამერიკული სკოლის მოსწავლეები საქართველოს სახელით გაემგზავრებიან ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციაზე (ICYS - International Conference of Young Scientists) ტაილანდში.
გუნდის ხელმძღვანელი იქნება სკოლის დირექტორი მამუკა მესხიშვილი, ხოლო გუნდის წევრები:
მათემატიკა
• იაკობ საფარაშვილი;
• ნიკოლოზ დავითაძე.
სიცოცხლის მეცნიერებები
• ანანო ქართველიშვილი.
გარემოსდაცვითი მეცნიერებები
• მარიამ შაშიაშვილი.
ფიზიკა
• ნიკოლოზ კოკაია;
• ირაკლი კუპატაძე.
სკოლაში, ტრადიციულად, მოსწავლეებისგან საუკეთესო შედეგებს ელიან და ახალგაზრდებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.
„ჩვენი სკოლის მოსწავლეები კიდევ ერთხელ დაამტკიცებენ, რომ მათ აქვთ ინოვაციური აზროვნების უნარი და მზად არიან წარმოაჩინონ თავიანთი ნიჭი საერთაშორისო ასპარეზზე! ვულოცავთ გუნდს და ვუსურვებთ წარმატებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.