სიახლეები
სკოლები

საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო ღონისძიებების კვირეული თბილისის N212 საჯარო სკოლაში
27-02-2025
-
+


ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N212 საჯარო სკოლაში 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს. 

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, 21 თებერვალს, სკოლაში გამოცხადდა „ოკუპაციის კვირეული“, რომელიც 25 თებერვალს დასრულდა. 

საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეთა ცოდნის და ცნობიერების ამაღლების მიზნით, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა, ირმა დორეულის ინიციატივით, შექმნეს საინფორმაციო დაფა და დერეფანში მოაწყვეს მისი პრეზენტაცია.

„ოკუპაციის კვირეულის“ ფარგლებში, საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრამ მოსწავლეებს არაერთი საინტერესო ინიციატივა შესთავაზა. 

კვირეულის ფარგლებში, ასევე ისტორიის პედაგოგმა - ირმა დორეულმა, მეცხრე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს საინფორმაციო ფილმი აჩვენა. ფილმის დასრულების შემდეგ კი მასწავლებელსა და მოსწვლეებს შორის საინტერესო დისკუსია გაიმართა.

ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა კოლაუ ნადირაძის ლექსი - „25 თებერვალი“.

25 თებერვალს, საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ. წელს საბჭოთა ოკუპაციიდან 104 წელი გავიდა.1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება