მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N219 საჯარო სკოლაში 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს.
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სკოლაში ისტორიის მასწავლებელმა - მაია ავალიშვილმა, მე-9 კლასის მოსწავლეებთან ერთად, განახორციელა პროექტი - „საქართველოს ოკუპაცია“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი იყო თემასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება, საქართველოსთვის ამ ისტორიული მოვლენის შეფასება, იმ დროის გმირების და ცნობილი პიროვნებების წარმოჩენა, აგრეთვე, საკუთარი წარმოსახვით, იმ დროის მიმდინარე პროცესების ნახატზე ასახვა.
მე-9 კლასის მოსწავლეებმა, პროექტის ფინალურ ნაწილში, სკოლის ბიბლიოთეკაში წარმოადგინეს პრეზენტაციები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე, მარო მაყაშვილისა და შალვა ერისთავის გმირობის და ქართველი იუნკრების თავდადების ისტორიებზე. აგრეთვე,ისაუბრეს გიორგი მაზნიაშვილის სამხედრო ნიჭის შესახებ.
მოსწავლეებმა წაკითხეს კოლაუ ნადირაძის ლექსი - „25 თებერვალი“, რომელიც ნათლად გამოხატავს იმდროინდელ საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
პრეზენტაციის ბოლოს, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს მათ მიერ შექმნილი ნახატები და პოსტერი. ისტორიის მასწავლებელმა - მაია ავალიშვილმა აღნიშნა, რომ ეს დღე საქართველოს ისტორიის ტრაგიკული ფურცელია და აუცილებელია მომავალმა თაობამ კარგად იცოდეს და გაიაზროს რა მოჰყვა შედეგად საქართველოს ოკუპაციას.
პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
„პროექტის წარდგინებამ დიდი მოწონება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოებაში. მადლობა მაია ავალიშვილს და მე-9 კლასის მოსწავლეებს გაწეული შრომისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და მასწავლებლის შემოქმედებითობა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.