მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გაკვეთილები მეტად საინტერესო და შემცნებითია.
10-13 თებერვალს, მე-2 და მე-4 კლასებში ჩატარებული ტექნოლოგიების გაკვეთილების ძირითადი შინაარსი იყო ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენება და ამ მიმართულებით ბავშვების ცნობიერების ამაღლება. გაკვეთილები უსაფრთო ინტერნეტის დღეს მიეძღვნა.
სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობდა მასწავლებელი ნანა ნაცვალაძე, რომელიც მოსწავლეებს ინტერნეტის რაობის, კიბერბულინგის, მისგან თავის დაცვის გზებზე ესაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ინტერნეტუსაფრთხოებაზე და ინტერნეტ სივრცეში არსებული საფრთხეები გააცნო.
მოსწავლეებისთვის გაკვეთილი მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა, ბავშვებმა სხვადასხვა პროგრამაში წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი ნაუშევრები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.