მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯარებულია საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებით. მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ რჩება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.
21 თებერვალს, სკოლაში მშობლიური ენის დღე აღნიშნეს. იუნესკოს დაწესებულ ღონისძიებას, საქართველოში, ენობრივად და კულტურულად მრავალფეროვან ქვეყანაში, სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ. კრწანისის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მოწოდებით - „ერთად ვიზრუნოთ სახელმწიფო ენის სიწმინდესა და განვითარებაზე!“ აქტიურად ჩაერთნენ ენის დაცვა-მოფრთხილების საპატიო საქმეში.
მოსწავლეებმა თავიანთ მოხსენებებში ყურადღება გაამახვილეს თანამედროვე გამოწვევებზე, ბარბარიზმებზე, რომელიც ენას აბინძურებს და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
„გილოცავთ, მშობლიური ენის დღეს! „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა“ მუდამ ისმოდეს გამთლიანებულ, გაძლიერებულ, „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“ გადაჭიმულ საქართველოში!“- ერთხმად აღნიშნეს ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა.
21 თებერვალი - მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით. 2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.