მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ პრეზენტაციას, როგორც სასწავლო-შემეცნებით მეთოდს, რადგან აქტივობა გულისხმობს დამოუკიდებელ მუშაობას, მოსწავლეს უვითარებს პასუხისმგებლობას, კომუნიკაციის, ინფორმაციის მოძიება-დახარისხების, თანამშრომლობის და გუნდური მუშაობის უნარებს.
ახლახან, სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილზე საპრეზენტაციო პროგრამა Power Point-ის საშუალებით, შექმნეს საინტერესო პრეზენტაციები წინასწარ მიცემულ თემებზე.
მოსწავლეთა საპრეზენტაცია თემა იყო გაზაფხულის დღესასწაულები. მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, მოიძიეს ინფორმაცია დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციებსა და ისტორიაზე, მათ შორის, მართლმადიდებლური აღდგომის, სომხური ზატიკის და აზერბაიჯანული ნოვრუზ-ბაირამის შესახებ.
ბოლოს კი წარადგინეს პრეზენტაციები კლასის წინ.
მოსწავლეებისთვის აქტივობა მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. საკითხის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.