მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლაში არაერთი საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებას, ასევე მათი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება.
25 თებერვალს, ეფრემოვკას საჯარო სკოლაში სომეხი პოეტისა და მწერლის - ჰოვანეს თუმანიანის დაბადებიდან 156-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
მოსწავლეებმა პოეტის ლექსები და ცნობილი გამონათქვამები მხატვრულად წაიკითხეს, შეასრულეს სიმღერები და წარმოდგენები დადგეს.
ბავშვებმა მწერლის ცხოვრებსა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს და მისი შემოქმედება ოსტატურად გააცოცხლეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა თუმანიანის ჯადოსნური, ოქროსფერი ზღაპრების გმირთა როლები მოირგეს და წარმოადგინეს ნაწყვეტები თუმანიანის ზღაპრებიდან.
ღონისძიება მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა. მათ შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და მწერლის მოღვაწეობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.